სასწრაფოდ!!! იყიდება მიწის ნაკვეთი ლისის ტბიდან მხოლოდ 300 მეტრში ახალი, ბუტიკური ტიპის კერძო დასახლებაში ორიენტირი ლისი. მიწას აქვს იდეალური ფორმა 44/23- ზე.
პროექტი განსაკუთრებული მდებარეობით გამოირჩევა და ცენტრალური, ლეო კვაჭაძის ქუჩიდან სულ რაღაც 500 მეტრში, ლისის ეკოსისტემაში მდებარეობს. ადგილი იმით არის გამორჩეული რომ
არის ნაკლებად ქარიანი მთელ ლისის ტერიტორიაზე.
ბოლო წლებში ეს ტერიტორია თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და სწრაფად განვითარებად ლოკაციად ჩამოყალიბდა , ირგვლივ რამდენიმე პრესტიჟული კერძო უბანი და საერთაშორისო სტანდარტების კერძო სკოლაა განთავსებული. მწვანე გარემო, ეკოლოგიურად სუფთა სივრცე და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სიახლოვე ლისის ტბასთან ცხოვრების მიმართ ინტერესსა და მოთხოვნას მნიშვნელოვნად ზრდის.
ორიენტირი ლისი მხოლოდ 24 ოჯახზე გათვლილი კერძო უბანია. პროექტი მობინადრეებს სთავაზობს სრულად გამართულ კომუნიკაციებსა და კეთილმოწყობილ გარემოს. ჩაბარების პირობები მოიცავს: შემოღობილ მიწის ნაკვეთს ჭიშკრით, ასევე ნაკვეთამდე მიყვანილ ყველა აუცილებელ კომუნიკაციას: განათებულ ქუჩებს, გაზს, ელექტროენერგიას, წყალს, კანალიზაციას, ინტერნეტს, სანიაღვრე სისტემას, ასფალტირებულ გზასა და საფეხმავლო ბილიკს.
პროექტში უკვე დასრულებულია წყალარინების, სანიაღვრე სისტემის, წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის ქსელის მოწყობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაზის, ინტერნეტისა და გარე განათების სისტემების მონტაჟი, ხოლო ინფრასტრუქტურული სამუშაოების სრულად დასრულება 2026 წლის ბოლოს იგეგეგმება. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა სწორი რელიეფის მქონე მიწის ნაკვეთებია, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სახლის მშენებლობის ხარჯებს.
პროექტს ახორციელებს GRG Development — კომპანია, რომელიც GRGROUP-ის მიერ არის დაფუძნებული. GRGROUP 2013 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და საქართველოს მასშტაბით არაერთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. კომპანია ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ასფალტ-ბეტონის საწარმოებსა და სპეციალიზებულ ტექნიკას, რაც პროექტის ხარისხისა და სანდოობის დამატებითი გარანტიაა.