იყიდება კერძო სახლი + კომერციული საწარმოო ფართი დიღომში სასამართლოსთან ახლოს მოციქულთას ქუჩაზე, ცენტრალური მაგისტრალიდან 800 მეტრში, საცხოვრებლად იდეალურ ლოკაციაზე, წყნარ მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში,
გასაყიდი აქტივების ფართობია;
შენობა-ნაგებობების საერთო ფართობი: 860 მ²
სახლი 470 მ²
კომერციული ფართი 390 მ².
შენობები განთავსებულია 1828 კვადრატულ მეტრ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, იდეალური გადაწყვეტილებაა ასევე სხვა სახის ინვესტიციისთვისაც.
სახლის შიდა პერიმეტრი მოიცავს;
სარდაფის ჩათვლით 3 სართულს, აგურით ნაშენები, კაპიტალური კონსტრუქცია.
სახლი არის ძველი, კაპიტალურად შესრულებული რემონტით და საჭიროებს მხოლოდ კოსმეტიკურ განახლებას.
დაგეგმარებულია:
დიდი მისაღები სივრცე
დიდი სამზარეულო + დამატებითი მეორე სამზარეულო
4 საძინებელი
2 სველი წერტილი
აივნები
სათავსო და დამატებითი მრავალფუნქციური ოთახები
სარდაფულ სართულში სამზარეულო, ბუხრის ოთახი - საკუჭნაო ზონები.
კომერციული ფართი:
ცალკე მდგომი, ფართო მოცულობის კომერციული სივრცე, რომელიც იდეალურია როგორც საწარმოო საქმიანობისთვის, ისე სასაწყობედ.
აქვს მისადგომი დატვირთვა ჩამოტვირთვისთვის.
ჭერის სიმაღლე: 5.7 მეტრი
ერთიანი სივრცე დამატებითი განყოფილებებით
იდეალურია ნებისმიერი ბიზნეს იდეის განხორციელებისთვის, ჭერის სიმაღლის გათვალისწინებით შესაძლებელია საცხოვრებელ ფართად გამოყენებაც.
საუკეთესო შეთავაზებაა დიდი ოჯახისთვის, ან ინვესტირებით დაინტერესებული პირებისთვის.
დამატებითი დეტალების გასაცნობად დარეკეთ მითითებულ ნომერზე, ასევე ვოტსაპზე ან ვაიბერზე.