ქირავდება ახალი გარემონტებული ბინა საბურთალოზე, ნუცუბიძის ქუჩაზე. ბინა სრულადაა აღჭურვილი ავეჯით, ტექნიკითა და ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთით. ბინაში არის 2 საძინებელი, მისაღები ოთახი, იზოლირებული სამზარეულო, სველი წერტილი და რამდენიმე სათავსო. სამ ოთახს აქვს საკუთარი აივანი, საიდანაც ხედი გამწვანებულ ეზოზე იშლება. ბინა ძალიან ნათელი და მყუდროა. შენობაში მხოლოდ 12 ბინაა, სადარბაზო კი სუფთა და მოწესრიგებულია. ლოკაცია ცენტრალურია; კორპუსის მიმდებარედ არის მარკეტები, საცხობი და სარეკრეაციო სივრცე. სააგენტოებთან არ ვთანამშრომლობთ!