აგენტები არ დამიკავშირდეთ
პრემიუმ კლასის ბინა დიღომის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და მოთხოვნად საცხოვრებელ კომპლექსში — „არქი ხეივანი“ ოლიმპიური აუზის მოპირდაპირედ.
▪️ 80 მ²
▪️ 4/4 სართული
▪️ 3 ოთახი
▪️ 2 საძინებელი
▪️ აივანი
▪️ სრულად გარემონტებული
▪️ სრულად აღჭურვილი ავეჯითა და
ტექნიკით
▪️ დამატებითი სათავსოები
ბინის ინტერიერს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს მაღალი ჭერის მქონე, თანამედროვე და გემოვნებით მოწყობილი სამზარეულო, რომელიც სივრცის შეგრძნებას კიდევ უფრო მეტად აძლიერებს.
კომპლექსი გამოირჩევა დაცული და მოწესრიგებული გარემოთი, კეთილმოწყობილი სკვერით, სიმშვიდითა და პრემიუმ კლასის საცხოვრებლისთვის დამახასიათებელი კომფორტით.
იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც ეძებს ხარისხიან, მყუდრო და თანამედროვე საცხოვრებელ სივრცეს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ლოკაციაზე.
იდეალურია როგორც საცხოვრებლად ასევე საინვესტიციოდ
ცალკე გვაქვს გასაყიდად საპარკინგე ადგილიც