ქირავდება 50 მ² ახალაშენებული ბინა ატენის ქუჩაზე. ატენის ქუჩა ცნობილია თავისი სიმშვიდით, გამწვანებით და პრესტიჟულობით, რაც მას იდეალურ ადგილად აქცევს მათთვის, ვისაც სურს ქალაქის ცენტრში ცხოვრება, ამავდროულად სიმყუდროვეში. ეს თანამედროვე, სტუდიოს ტიპის ბინა, ცალკე საძინებლით, მდებარეობს ახალ აშენებულ კორპუსში. ბინა არის ახალი გარემონტებული, მაღალი ხარისხის მასალებით და აღჭურვილია ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით კომფორტული ცხოვრებისთვის. მოიცავს ნათელ მისაღებ ოთახს სამზარეულოს ზონით, ერთ მყუდრო საძინებელს და ერთ სრულად აღჭურვილ სააბაზანოს. ასევე აქვს აივანი ქალაქის სასიამოვნო ხედებით. ბინა აღჭურვილია ცენტრალური გათბობით, კონდიციონერით და ინტერნეტით. კორპუსს აქვს მოვლილი სადარბაზო და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები. ეს არის იდეალური ვარიანტი როგორც ინდივიდუალური პირებისთვის, ასევე წყვილებისთვის, რომლებიც ეძებენ კომფორტულ და თანამედროვე საცხოვრებელს ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო უბანში. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე.