ქირავდება 75 მ² ბინა თბილისში, პეკინის გამზირზე, ნომერ 31ბ-ში. მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ცენტრალურ და მოთხოვნად უბანში, საიდანაც მარტივია ქალაქის ნებისმიერ წერტილთან დაკავშირება. ირგვლივ არის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა: სუპერმარკეტები, აფთიაქები, კაფეები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, ასევე უნივერსიტეტები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები (მეტრო, ავტობუსი). ეს იდეალური ადგილია სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის ან მცირე ოჯახისთვის. ბინა არის ახალი გარემონტებული, ნათელი და კომფორტული. მოიცავს 2 საძინებელს, ფართო მისაღებ ოთახს, იზოლირებულ სამზარეულოს და ერთ სველ წერტილს. აღჭურვილია ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით (მაცივარი, სარეცხი მანქანა, კონდიციონერი, ცენტრალური გათბობა). აქვს მყუდრო აივანი ქალაქის ხედით. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე.