ქირავდება დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლის მოპირდაპირე მხარეს, შენობის შესასვლელით რობაქიძის ქუჩიდან ,ფანჯრით გვერდით ქუჩაზე( და არა ზედ რობაქიძეზე), საოფისე ფართი 55კვ.მ , პირველი სართული მაღალ ბელეტაჟზე, სველი წერტილით და დამატებით სათავსოთი. ახალი გათეთრებულია კედლები თუმცა კოსმეტიკური რემონტის განახლება შესაძლებელია სურვილისამებრ, შეთანხმებით. ფართი აქამდე ფუნქციონირებდა როგორც საოფისე ფართი,ამჟამად თავისუფალია და ფოტოზე მითითებული ავეჯიც გატანილია.გარდა ოფისისა, შესაძლებელია სახელოსნოდ,ცეკვის სტუდიად,დარბაზად,ტრენინგების ოთახად გამოყენებაც, ასევე საწყობად თუმცა ამ შემთხვევაში გააჩნია კონკრეტულ დეტალებს. ეს კორპუსი არის ძველი სტამბის შენობა, ძალიან სქელი კედლებით და მყარი საძირკველით, შესაბამისად იტანს ხმაურს და დანადგარებით დატვირთვასაც. ფართში არებული 3,7 კვ.მ სათავსო შეიძლება გადაკეთდეს ან მოიშალოს სრულად,იმის მიხედვით თუ რა პრიორიტეტები ექნება დამქირავებელს, შესაძლებელია ამ დეტალების შეთანხმება.