ქირავდება კვების ობიექტი კომერციული ფართი ვაკეში

ქირავდება კვების ობიექტი კომერციული ფართი ვაკეში

19ID: 24926771
ილია ჭავჭავაძის გამზირი
13,327
129 მ²
ფართი
1
ოთახი
1 / 1
სართული

მოკლე აღწერა

კომერციული ფართი წარმოადგენს თანამედროვე სტანდარტებით გარემონტებულ, მრავალფუნქციურ სივრცეს, რომლის საერთო ფართობია 128.44 კვ.მ და ორ დონედაა ორგანიზებული.

შესასვლელი გამზირიდან ერთ საფეხურზე მდებარე 53.87 კვ.მ-ის ძირითად დარბაზში ხვდება, რომელიც ოთხი ვიტრაჟით პირდაპირ გადის გამზირზე და უზრუნველყოფს სივრცის მაქსიმალურ ხილვადობასა და ბუნებრივ განათებას.

ძირითადი დარბაზიდან ორი საფეხურით შესაძლებელია გადასვლა 44.97 კვ.მ-ის დამატებით სივრცეში, სადაც მოწყობილია ანტრესოლი. აღნიშნული ნაწილი იდეალურად ერგება როგორც სტუმრების დამატებით ზონას, ისე სხვადასხვა კომერციულ კონცეფციას.

ამავე სივრციდან კიბით უკავშირდება ქვედა დონე — 29.16 კვ.მ-ის ფუნქციური ბლოკი, სადაც განთავსებულია სრულად მოწყობილი სამზარეულო, სველი წერტილი, საკუჭნაო/ტექნიკური ოთახი და სასაწყობე ფართი.

ობიექტი სრულად მზად არის კვების ობიექტის ან სხვა კომერციული საქმიანობის ოპერირებისთვის. ფართში დამონტაჟებულია:

იატაკქვეშა გათბობის სისტემა;

ცენტრალური გაგრილების სისტემა ინდივიდუალური ტემპერატურის მართვით;

იატაკქვეშა სუსტი დენებისა და ინტერნეტის კომუნიკაციები;

სახანძრო და დაცვის სისტემები.

დამატებითი პარამეტრები

სტატუსი
კვების ობიექტი
მდგომარეობა
ახალი გარემონტებული
პროექტის ტიპი
არასტანდარტული
ნიკო
აგენტი

თუ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია არასწორია, გაასაჩივრე