ქირავდება კომერციული ფართი ყველაზე პრესტიჟულ უბანში — საბურთალოზე.
შენობა წარმოადგენს 5-სართულიან, თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ სივრცეს, რომლის საერთო ფართობი შეადგენს 4500 კვ.მ-ს. თითოეულ სართულზე განთავსებულია საშუალოდ 10 ოთახი, თუმცა დაგეგმარება მოქნილია და ტიხრების გადაკეთება შესაძლებელია დამქირავებლის საჭიროებების მიხედვით.
გარდა ამისა, ფართს აქვს დიდი ეზო და საპარკინგე ადგილები, რაც უზრუნველყოფს როგორც თანამშრომლობას, ისე მომხმარებლების მაქსიმალურ კომფორტს.
ობიექტი სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტსა და ხელმისაწვდომობას. შენობა იდეალურად გამოდგება სხვადასხვა დანიშნულებისთვის — კლინიკისთვის, სასწავლო ცენტრისთვის, ოფისისთვის, კორპორატიული სივრცისთვის ან სხვა კომერციული საქმიანობისთვის.
ლოკაცია გამოირჩევა როგორც პრესტიჟით, ასევე განვითარებული ინფრასტრუქტურით, მარტივი მისადგომობითა , რაც დამატებით ზრდის ბიზნესის წარმატების პოტენციალს.
ეს არის უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ვინც ეძებს ფართო, მოქნილ და სტრატეგიულად იდეალურ კომერციულ სივრცეს თბილისში.
ფასი შეთანხმებით.