იყიდება 93.80 მ² ბინა ივანე თარხნიშვილის ქუჩა N3-ში, თბილისში, ბინა სარემონტოა.
- შენობა, რომელშიც ბინა მდებარეობს, ავარიული არ არის.
- ბინა არის კუთხის, გამჭოლი. კორპუსი მყარია. ნათელი, მაღალჭერიანი, პარკინგი(ეზოში), გარშემო განვითარებული ინფრასტრუქტურა.
- შენობა არ არის ისტორიულ ძეგლთა ნუსხაში.
- შემოსასვლელი კიბეები სადარბაზოდან, კიბე არის ხის.
- ბინაში შეყვანილია ყველა კომუნიკაცია (წყალი, გაზი, ელ.ენერგია). გათბობა-გაგრილების სისტემა დამონტაჟებული არ არის.
- ბინის დათვალიერება შესაძლებელია ყოველი კვირის ოთხშაბათს, 18:00-დან 20:00-ის შუალედში, მსურველები დამიკავშირდით მინიმუმ 24 საათით ადრე. გთხოვთ, დაჯავშნოთ ვიზიტი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხართ სერიოზული მყიდველი განსაზღვრული ბიუჯეტით.
- ფასი: მყიდველს, რომელსაც თანხა ხელზე აქვს და შეეძლება ბინის ნახვიდან 24-48 საათში ბინის ყიდვა, გავუკეთებ სამართლიან ფასდაკლებას.
- ბინა იყიდება მხოლოდ ერთ ტრანსაქციად. არ განვიხილავ ე.წ. "ბეს" და მასთან მიმსგავსებულ მრავალსვლიან სქემებს.
- აქვე გავიმეორებ: ბინა სარემონტოა! გთხოვთ, ჯეროვნად გაითვალისწინოთ ეს გარემოება.