იყიდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი — სოფელი ორბეთი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.
ნაკვეთი მდებარეობს ორბეთის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ და დასახლებულ ლოკაციაზე, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები ბირთვისის კანიონების მიმართულებით.
ტერიტორიას ორივე მხრიდან ესაზღვრება გზა, ხოლო ცენტრალურ გზასთან სიახლოვე გადაადგილებას განსაკუთრებით კომფორტულს ხდის წლის ნებისმიერ სეზონზე.
კომუნიკაციები:
• დენი მიყვანილია
• მიმდინარეობს გაზის ქსელის გაყვანა
• წყლის უზრუნველყოფა შესაძლებელია ჭაბურღილის მოწყობით
ნაკვეთი იდეალურია როგორც საცხოვრებელი, ისე სააგარაკე ან საინვესტიციო პროექტისთვის.