იყიდება კომერციული ფართი მოქმედი პოპულარული ბარით ძველი თბილისის ცენტრში — ქიქოძის ქუჩაზე, თავისუფლების მოედანთან ახლოს. ეს არის აქტიური ბარებისა და რესტორნების ქუჩა.
საერთო ფართი— 200 კვ.მ, განთავსებულია ნახევარსარდაფის სართულზე. მაღალი ჭერი, სქელი კედლები და კარგი ხმის იზოლაცია საშუალებას იძლევა ობიექტმა კომფორტულად იმუშაოს დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
ბარი სრულად არის აღჭურვილი: რჩება სამზარეულო, ავეჯი და ტექნიკა. მზადყოფნაში არსებული ბიზნესი, რომლის გაგრძელება ან გაქირავება შესაძლებელია.
ობიექტი იყიდება სხვა ქვეყანაში გადასვლის გამო.