ქირავდება 650 კვ.მ. სასაწყობე ფართი 6,5 მეტრიანი ჭერით, A კლასის ახალაშენებული სასაწყობე შენობაში რომელიც მდებარეობს თბილისში, დიდ ლილოში, აეროპორტის გადასახვევთან, კახეთის გზატკეცილიდან 900 მეტრში.
შენობა აშენებულია და გარემონტებულია უმაღლესი ხარისხით, სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია ასევე გავაქირაოთ ოფისის ფართიც, სასაწყობე ფართში შესაძლოა მოეწყოს 3 სართულიანი საპალეტე სისტემა, შენობას აქვს კეთილმოწყობილი და გამწვანებული ეზო, შენობის წინ არის მანქანების საპარკინგე ადგილი ასევე ტრაილერების გასაჩერებელი სივრცე. ტერიტორია დაცულია, შემოღობილია კაპიტალური განათებული ბლოკის ღობით, დაერთებულია ყველანაირი კომუნიკაცია და კავშირგაბმულობა (დენი, წყალი, გაზი, ინტერნეტი, ტელეფონი). ობიექტი აღჭურვილია ინდუსტრიული უძრავი ქონების ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ყველანაირი დეტალით (ტრაილერის სატვირთო პლატფორმები, ავტომატური გასაღები კარებები, შლაგბაუმები, ჰიდრავლიკური ამწე ლიფტები და სხვა) ფასი: თვეში - $4550 - ის ექვივალენტი ლარში დღგ-ს გარეშე