იყიდება მყუდრო ორკომნიანი ბინა კოჯორში, თევზაძის ქუჩაზე.
კადასტრის მიხედვით ფართობი არის 32 მ², დამატებით 35 მ² ტერასა პირად სარგებლობაში. ბინა არის ხარისხიანი რემონტით, ცენტრალური გათბობითა და ფრანგული ავეჯით. ყველაფერი ახალია და სრულად რჩება ახალ მფლობელს.
მაცხოვრებლების სარგებლობაშია დიდი საერთო ეზო, რაც დიდი უპირატესობაა კომფორტული ცხოვრებისთვის. ადგილი არის მშვიდი, გამწვანებული და გამოირჩევა სუფთა ჰაერით — ნამდვილი სამოთხეა, როგორც კოჯორი ცნობილია.
თავისუფლების მოედნამდე დაახლოებით 25 წუთია, ხოლო წყნეთამდე — 15 წუთი. ახლოს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება. კარგი მეზობლები, ბევრი მუდმივად ცხოვრობს აქ.