54602
ქირავდება დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლის მოპირდაპირე მხარეს, შენობის შესასვლელით რობაქიძის ქუჩიდან ,ფანჯრით გვერდით ქუჩაზე, საოფისე ფართი 55კვ.მ , პირველი სართული მაღალ ბელეტაჟზე, სველი წერტილით და დამატებით სათავსოთი. ახალი გათეთრებულია კედლები, თუმცა კოსმეტიკური რემონტის განახლებაა შესაძლებელი სურვილისამებრ, შეთანხმებით. ფართი აქამდე ფუნქციონირებდა როგორც საოფისე,თუმცა შესაძლებელია სახელოსნოდ,ცეკვის სტუდიად,დარბაზად,ტრენინგების ოთახად გამოყენებაც, ასევე საწყობად თუმცა ამ შემთხვევაში გააჩნია კონკრეტულ დეტალებს. შენობა არის ძველი სტამბის შენობა, ძალიან სქელი კედლებით და მყარი საძირკველით, შესაბამისად იტანს ხმაურს და დანადგარებით დატვირთვასაც. ფართში არებული 3,7 კვ.მ სათავსო შეიძლება გადაკეთდეს ან მოიშალოს სრულად,იმის მიხედვით თუ რა პრიორიტეტები ექნება დამქირავებელს, შესაძლებელია ამ დეტალების შეთანხმება. თანხის გადახდა ხდება ფიზიკური პირისთვის, და ფასი არ მოიცავს დღგ-ს და საშემოსავლო გადასახადს.(1250 ლარი საშემოსავლოს ჩათვლით). დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით +995 511 120 864 whatsapp