ქირავდება 65 მ2 კომერციული ფართი თაქთაქიშვილის ქუჩაზე. თაქთაქიშვილის ქუჩა მდებარეობს ვაკის პრესტიჟულ უბანში, რაც უზრუნველყოფს მაღალ გამავლობას და დიდ პოტენციურ მომხმარებელთა ნაკადს. ეს იდეალური ადგილია კვების ობიექტისთვის. ფართი აღჭურვილია ყველა საჭირო კომუნიკაციითა და ინფრასტრუქტურით, რაც აუცილებელია წარმატებული რესტორნის, კაფის ან ბარის ფუნქციონირებისთვის. აქვს ვიტრაჟები, რაც ქმნის ნათელ და მიმზიდველ გარემოს. განლაგება ოპტიმალურია როგორც სამზარეულოსთვის, ასევე სტუმრებისთვის კომფორტული ზონის მოსაწყობად. ამ ადგილას თქვენი ბიზნესი ადვილად მოიპოვებს ცნობადობას და მომგებიანობას. ახლოს არის საცხოვრებელი კორპუსები, ოფისები, მაღაზიები და დასასვენებელი ადგილები. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე.