ქირავდება ავტოსერვისი კომერციული ფართი მუხიანში

ქირავდება ავტოსერვისი კომერციული ფართი მუხიანში

74ID: 24609741
ა. გობრონიძის ქ.
15,000
1000 მ²
ფართი
1
ოთახი
1 / 1
სართული

მოკლე აღწერა

ყურადღება! მეორადი საბურავების, ავტომანქანების ზეთის შეცვლისა და სხვა იმ ბიზნესების საყურადღებოდ, რომელთა საქმიანობის ადგილი 2026 წლის 1 იანვრიდან შეიცვალა. დაწესებული რეგულაციების თანახმად, მეორეული საბურავების, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების განთავსება ან/და რეალიზაცია დასაშვებია სამრეწველო ზონა 1-ის (ს1) იმ შენობაში ან ნაგებობაში რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით და გრუნტი დაფარულია ისეთი მყარი მასალით, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მასალის ან მისგან გამოჟონილი ნივთიერების ნიადაგში მოხვედრას. დაინტერესებულ პირებს ვაცნობებთ, რომ სააქციო საზოგადოება სს "ანნაკორ"-ის ტერიტორია და ამ ტერიტორიაზე მდგარი საწარმოო-სასაწყობო კორპუსი მთლიანად განეკუთვნება სამრეწველო ზონა 1-ს (ს1) და სრულად აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული დადგენილებით დაწესებულ წესებსა და რეგლამენტს. შესაბამისად, სს „ანნაკორ“-ი სთავაზობს სამრეწველო ზონა 1-ში (ს1) განთავსებულ სხვადასხვა ზომის (216 კვ.მ, 350 კვ.მ 475 კვ.მ. და 1,000 კვ.მ.) ისეთ საწარმოო-სასაწყობო ფართებს, სადაც მათ შეუძლიათ გააგრძელონ და აწარმოონ თავიანთი საქმიანობა. ფართები მდებარეობს მუხიანის IV მ/რ-ში, ყოფილი "რადიო ქარხნის" მე-4 კორპუსში, გზის პირას. შენობაში შიდა გზებით შესაძლებელია დიდი გაბარიტის ტვირთების ტრაილერებით უშუალოდ მოიჯარის მიერ ნაქირავებ ფართამდე მიტანა. არის უწყვეტი ელექტრო და წყალმომარაგება, ცენტრალური კანალიზაცია, ბუნებრივი აირის შეყვანის შესაძლებლობა. ზემოთ დასახელებული ბიზნესებისათვის ყოველთვიური საიჯარო ქირა 1 კვადრატულ მეტრზე შეადგენს 15 ლარს დ.ღ.გ.-ს ჩათვლით.

დამატებითი პარამეტრები

სტატუსი
ავტოსერვისი
მდგომარეობა
ძველი გარემონტებული
პროექტის ტიპი
არასტანდარტული
ნინო
აგენტი

თუ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია არასწორია, გაასაჩივრე