ქირავდება 1000 კვ.მ. ფართი საწარმოო/სასაწყობო ობიექტში, რომლის ყოველთვიური საიჯარო ქირა შეადგენს 12000 ლარს დღგ-ს ჩათვლით (1კვ.მ. 12 ლ. დღგ-ს ჩათვლით). საიჯარო ფართი განთავსებულია 90-იან წლებში აგებულ კაპიტალურ და თანამედროვე საწარმოო კორპუსში, რომელიც დაყოფილია სხვადასხვა ფართის სასაწყობო და საწარმოო სათავსოებად; სიმაღლე 6.0 მეტრიდან 9.0 მეტრამდე; განთავსებულია მუხიანის IV მ/რ-ში ალ. გობრონიძის ქუჩის გზის პირას. ყოფილი „რადიო ქარხნის“ მე-4 კორპუსში, სადაც შიდა გზებით შესაძლებელია დიდი გაბარიტის ტვირთების ტრაილერებით უშუალოდ მოიჯარის მიერ ნაქირავებ ფართამდე მიტანა. არის უწყვეტი ელექტრო და წყალმომარაგება, ცენტრალური კანალიზაცია, ბუნებრივი აირის შეყვანის შესაძლებლობა.