უძრავი ქონება ბაზარზე ახალი, ექსკლუზიური შეთავაზებაა ვაკეში კვების ობიექტის გახსნის მსურველებისთვის. ფართი აფთიაქებისა და სუპერმარკეტების რიგში, გამზირის საფეხმავლო მოძრაობით დატვირთულ მხარეს აქტიურ მონაკვეთშია. ჯამში 128.44 კვმ-ია და განაწილებულია ორ დონედ. გამზირიდან ერთი საფეხურით ზემოთ შევდივართ 53.87 კვმ-ის ფართობის ძირითად დარბაზში, რომელიც 4 ვირტაჟით გადის გამზირზე. ამ სივრციდან ორი საფეხურით ავდივართ 44.97 კვმ-ის სივრცეში, რომელზეც მოწყობილია ანტრესოლი. ამავე სივრციდან რამდენიმე კიბით ჩავდივართ ქვედა სივრცეში სადაც მოწყობილია სამზარეულო, სველი წერტილი, საკუჭნაო / ტექნიკური ოთახი და სასაწყობე ფართი - ჯამში 29.16 კვმ. კომერციული ფართი გარემონტებულია როგორც კვების ობიექტი აქვს იატაკქვეშა გათბობა, ცენტრალური გაგრილების სისტემა ყველა ცალკეულ სივრცეში ტემპერატურის რეგულირებით, მოწყობილია სუსტი დენების / ინტერნეტის იატაკქვეშა კომუნიკაციები, თანამედროვე დიზაინით მოწყობილია სამზარეულო და სველი წერტილი. იატაკი ძირითად დარბაზში მოპირკეთებულია კერამიკული ფილით, ხოლო ანტრესოლურ ფართში ხის პარკეტით. ჭერი მოწყობილია ნებისმიერი ბიზნესისთვის შესაბამისი სადა, თანამედროვე დიზაინით სხვადასხვა ტიპის სანათებით. დამონაჟებულია სახანძრო და დაცვის სისტემები. კომერციული ფართის ფასადი ჯამში 6 ვიტრაჟით გამოდის გამზირზე, თუმცა, იმავე სახლში მომიჯნავე ფართის, PSP-ს აფთიქის მსგავსად შესაძლებელია მოეწყოს მთლიანი ვიტრაჟი 16 მეტრის ფასადზე, რაც ფართის ხილვადობასა და ექსტერიერს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და ნებისმიერ ობიექტს საშუალებას მისცემს საკუთარი პროდუქციის საუკეთესო დისპლეისთვის. საუკეთესო კომერციული ფართია ნებისმიერი ტიპის სავაჭრო ობიექტისთვის, აფთიაქისთვის, სუპერმარკეტისთვის, ტანსაცმლის ბრენდისთვის თუ სილამაზის სალონისთვის. ფართში ამ ეტაპზე ფუბქციონირებს კაფე დამონტაჟებულია გამწოვი სისტემა.