წარმოგიდგენთ განსაკუთრებული მახასიათებლების მქონე უძრავ ქონებას თბილისის პრესტიჟულ უბანში. დუპლექსის ტიპის ეს სივრცე გათვლილია ბიზნესზე, რომლისთვისაც პრიორიტეტულია პრესტიჟი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა.
ძირითადი მახასიათებლები:
ფართობი: 370 კვ.მ.
სართული: 20/21 (21 სართულიან შენობაში).
ხედი: 360-გრადუსიანი პანორამული ხედები ვიტრაჟული კონსტრუქციიდან.
ავტოსადგომი: 5 ინდივიდუალური საპარკინგე ადგილი.
უპირატესობები:
ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობა უზრუნველყოფს მაქსიმალურ ხილვადობას და წვდომას ქალაქის მთავარ ბიზნეს-წერტილებთან: ბანკებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ფართის დაგეგმარება იძლევა საშუალებას, მოეწყოს ღია ტიპის (Open Space) ან კაბინეტური სისტემის პრემიუმ ოფისი.