იყიდება არა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი კოჯორში

იყიდება არა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი კოჯორში

159ID: 24183392
სკოლის ქუჩა
763,026
1 მ² - 399
1914 მ²
ფართი
ასფალტის გზა

მოკლე აღწერა

საინვესტიციო

იყიდება სწორი რელიეფის მქონე, არასასოფლო სამეურნეო, უნიკალური მიწის ნაკვეთი თბილისის შემოგარენში, დაბა კოჯორში, წყნეთის თავზე, თავისუფლების მოედნიდან 30 წუთის სავალ გზაზე, ცენტრალურ გზასთან ახლოს, ასევე ახლოს არის სატრანსპორტო გაჩერება და საჯარო სკოლა.

მიწის ნაკვეთის საერთო ფართობია 1914 კვ.მ (28მ X 70მ), იდეალური ადგილმდებარეობა იდეალური პარამეტრებით, ეკოლოგიურად სუფთა ჰაერი, ქალაქთან ახლოს.

კოჯორი მდებარეობს თრიალეთის ქედის განშტოებაზე, თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 1350 მ-ის სიმაღლეზე, თბილისის რკინიგზის სადგურიდან 20 კილომეტრში. კოჯორს ჩრდილოეთიდან აკრავს უძოს, სამხრეთიდან კი აზეულას მთები. ჰავა ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია. ზაფხული აქ ხანგრძლივია და გრილი (ივლისის საშუალო ტემპერატურა 18,1 °C), ზამთარი — (იანვრის საშუალო ტემპერატურაა -2,6 °C), საშუალო წლური ტემპერატურა 7,4 °C, აბს. წლიური მაქსიმუმი ტემპერატურა 33 °C. ნალექების საშუალო რაოდენობა 875 მმ წელიწადში. მზის ნათების ხანგრძლივობა 2100 სთ.

კოჯრის პლატოდან ჩანს ლისისა და კუს ტბები, ბეთანია და წყნეთი, საგურამოს ქედი, ნახშირგორა, კავკასიონი.

კოჯორი ფეოდალურ ხანაში იყო ქართველ მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია.

აღსანიშნავია რომ კოჯორი ადგილობრივი მნიშვნელობის საშუალომთიანი კლიმატური კურორტია. ხაზგასასმელია მისი სამედიცინო ჩვენება, რაც განპირობებულია მისი ეკოლოგიური მდგომარეობით: სუნთქვის ორგანოთა არასპეციფიური დაავადებები, ძვალ-სახსართა და ლიმფური კვანძების ტუბერკულოზი, ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებანი, მეორეული სისხლნაკლებობა. სეზონი - ზაფხული.

ნაკვეთი იდეალურია, როგორც სააგარეკედ ან საცხოვრებლად ასევე საინვესტიციოდ, დამატებითი დეტალების გასაცნობად დარეკეთ მითითებულ ნომერზე, ასევე ვოტსაპზე ან ვაიბერზე.

დამატებითი პარამეტრები

სტატუსი
არასასოფლო
ინტერნეტი
კი
ჭიშკარი
კი
ელექტროენერგია
კი
ტელევიზია
კი
ბუნებრივი აირი
კი
ასფალტის გზა
კი
წყალი
კი
შემოღობილი
კი
Owner logo
გიორგი
აგენტი
ყველა განცხადება (69)
გიორგი
აგენტი

თუ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია არასწორია, გაასაჩივრე