თანამედროვე A კლასის საოფისე და co-working სივრცე თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ
უბანში — ბაგები
ეძებთ კომფორტულ და თანამედროვე საოფისე ან co-working სივრცეს დედაქალაქში?
გსურთ მუშაობა ისეთ გარემოში, სადაც გაერთიანებულია:
• ჯანსაღი ურბანული გარემო და სუფთა ჰაერი
• მრავალფეროვანი რეკრეაციული და მწვანე სივრცეები
• სატრანსპორტო კომუნიკაციებთან სიახლოვე და ამავე დროს სიმშვიდე
• თანამედროვე საოფისე სერვისების ხელმისაწვდომობა
გთავაზობთ მრავალფუნქციურ სივრცეს პრესტიჟულ უბანში — ბაგებში, რომელიც
იდეალურია:
— საოფისე მუშაობისთვის
— co-working სივრცისთვის
— სემინარების, ტრენინგების, პრეზენტაციებისა და კონფერენციების ჩასატარებლად
— სხვა საგანმანათლებლო და ბიზნეს აქტივობებისთვის
ლოკაციის უპირატესობები
✓ მშვიდი და მწვანე გარემო
✓ თბილისის უნიკალური პანორამული ხედები
✓ ფართო აივნები და საზაფხულო ტერასა
✓ ოპტიმალური მდებარეობა — ბაგების ცენტრში
✓ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარტივი ხელმისაწვდომობა (ავტობუსი, საბაგირო)
საოფისე სივრცეები
(ორსართულიანი შენობის მეორე სართული)
შემოთავაზებულია ორი ერთმანეთის გვერდით მდებარე, სრულად აღჭურვილი სივრცე,
რომლებიც უზრუნველყოფილია:
— თანამედროვე აუდიო-ვიზუალური სისტემებით
— პრეზენტაციის ინვენტარით
— მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით
— გათბობა-ვენტილაციის სისტემით
— საოფისე ავეჯით
ა) 84 მ² — „კონფერენც-დარბაზი“
(მათ შორის 20 მ² პანორამული აივანი)
• ტევადობა: 12–30 ადამიანი
• განლაგების ფორმატები: „თეატრალური“, „მრგვალი მაგიდა“, „U-Shape“
• შესაფერისია ნებისმიერი ტიპის ღონისძიებისთვის
• ქირავდება როგორც მოკლევადიანად, ისე გრძელვადიან პერიოდში
ბ) 56 მ² — „აუდიტორია“
(მათ შორის 20 მ² პანორამული აივანი)
• ოპტიმალურია co-working სივრცისთვის ან ოფისისთვის
დამატებითი შესაძლებლობები
▪ ორივე სივრცეს აქვს წვდომა 38 მ² საზაფხულო ტერასაზე, რომელიც იდეალურია
თანამშრომლებისა და სტუმრების დასვენებისთვის და თბილისის ხედებით
ტკბობისთვის
▪ ქეითერინგის არჩევანის შესაძლებლობა:
— ჩვენ მიერ რეკომენდებული ქეითერინგ კომპანია
— ან თქვენ მიერ შერჩეული სხვა კომპანია
▪ შენობას მიმდებარე 1 600 მ² მწვანე და რეკრეაციული სივრცის გამოყენება, მათ შორის:
— აპი-სახლი 2 ადამიანისთვის (მედიტაცია და რელაქსაცია)
— პიკნიკის / outdoor cooking ზონა
— თაფლისა და სხვა მეფუტკრეობის პროდუქტების დეგუსტაციები
ქირის ღირებულება
218 მ² საერთო ფართობის ყოველთვიური ქირა შეადგენს 20 000 ლარს, რაც მოიცავს:
✔ დღგ-ს
✔ კომუნალურ ხარჯებს
✔ მაღალსიჩქარიან ინტერნეტს
✔ გარე დაცვისა და სიგნალიზაციის მომსახურებას