ქირავდება საოფისე კომერციული ფართი ვაკეში

ქირავდება საოფისე კომერციული ფართი ვაკეში

541ID: 23890954
ილია ჭავჭავაძის გამზირი 49
15,992
400 მ²
ფართი
10+
ოთახი
1 / 10
სართული

მოკლე აღწერა

English version below

ქირავდება მრავალფუნქციური საოფისე სივრცე ვაკეში

მისამართი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 49ბ

ვაქირავებთ თანამედროვე სტანდარტების, სრულად აღჭურვილ და მრავალფუნქციურ საოფისე ფართს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, ვაკეში.

სივრცის აღწერა
• 10 დამოუკიდებელი ოთახი
• ფართო საერთო სამუშაო სივრცე
• ყველა ოთახი აღჭურვილია საჭირო ტექნიკითა და სანიტარული კვანძებით
• მაღალი ხარისხის ავეჯი
• დიდი ბიბლიოთეკა
• თანამედროვე საინჟინრო სისტემები
• უსაფრთხოების და სახანძრო სისტემა
ფართი მზად არის დაუყოვნებლივი ფუნქციონირებისთვის დამატებითი ინვესტიციის გარეშე.

ხელმისაწვდომობა
სივრცე სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

იდეალურია:
• კორპორაციული ოფისისთვის
• სასწავლო / ტრენინგ ცენტრისთვის
• სამედიცინო ან დიაგნოსტიკური ცენტრისთვის
• ფსიქოლოგიური ან თერაპიული მომსახურებისთვის
• სპორტული ან სარეაბილიტაციო სივრცისთვის

ლოკაციის უპირატესობები:
ობიექტი მდებარეობს ვაკის ცენტრალურ ნაწილში, აქტიურ ბიზნეს და საგანმანათლებლო ზონაში. ახლოსაა უნივერსიტეტები, სავაჭრო ობიექტები და საცხოვრებელი კომპლექსები.

რამდენიმე წუთის მანძილზე მდებარეობს თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მწვანე სივრცეები - ვაკის პარკი და კუს ტბა.

მიმდებარედ განთავსებულია სპორტული კომპლექსები, სტადიონი და საცურაო აუზები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

დამატებითი პარამეტრები

სტატუსი
საოფისე
მდგომარეობა
ახალი გარემონტებული
პროექტის ტიპი
არასტანდარტული
სვ.წერტილები
3+
Luisa
მესაკუთრე

თუ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია არასწორია, გაასაჩივრე