ქირავდება 135 კვ.მ ფართი იაშვილის კლინიკის ეზოში, პირველ სართულზე, ინდივიდუალური შესასვლელით, ძალიან ხალხმრავალ ადგილას, გაგუას სამშობიაროს გვერდით. საუკეთესოა სამედიცინო საქმიანობისთვის. მთლიანი ფართი შეადგენს 151 კვ.მ-ს რომელიც შესაძლებელია გაქირავდეს მთლიანად ან ნაწილობრივ. ამ ეტაპზე ქირავდება 135 კვ.მ. კერძოდ, ფოიე (33 კვ.მ.), 6 კაბინეტი, 1 სანიტარული ოთახი, 1 სასადილო ოთახი, 2 სველი წერტილი. ფართი საუკეთესო მდგომარეობაშია. აქვს სათადარიგო გასასვლელი კარი და კიბე, შშმ პირთათვის ელექტრო ასასვლელი, წყლის რეზერვუარი, ოთახებში ხელსაბანები და სამედიცინო ლინოლეუმი, სიგნალიზაცია, ვიდეოსამეთვალყურეო კამერები, კონდენციონერები, მრავალადგილიანი ავტოსადგომი.