ვერაზე, მელიქიშვილის გამზირთან მდებარე უძრავი ქონება 110 კვ.მ-ს მოიცავს. ფართი განთავსებულია ორსართულიანი აგურის ისტორიული შენობის პირველ სართულზე. სივრცე კომერციული დანიშნულებისთვის იდეალურად გამოსადეგია. ფასადზე განთავსებულია 4 ფანჯარა, რომლებიც პირდაპირ ქუჩაზე გადის. ყველაზე დაბალ ღიობში შესაძლებელია დამოუკიდებელი შესასვლელისა და პანდუსის მოწყობა, რაც კომერციული ფუნქციისთვის მნიშვნელოვანია.
შენობას აქვს მყარი კონსტრუქცია, სქელი კედლები და 4-მეტრიანი ჭერი. არასტანდარტული გეგმარება მოიცავს ჰოლს, ბუხრიან მისაღებ ოთახს, ორ საძინებელს, ერთ სველ წერტილს და 10 კვ.მ სარდაფს. ბინას აქვს შესასვლელი საერთო თბილისური ეზოდან, სადაც მოწყობილია საზაფხულო სივრცე.
ბინაში დამონტაჟებულია ხის კარ-ფანჯრები და დაგებულია პარკეტი, რაც ინტერიერს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. ჭერის სიმაღლე სხვადასხვა დიზაინერული გადაწყვეტის საშუალებას იძლევა. ასევე შესაძლებელია ბინიდან სარდაფში ჩამსვლელი კიბის მოწყობა.
მდებარეობა ცენტრალურია — მელიქიშვილის გამზირი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება რამდენიმე წუთის სავალზეა, ხოლო რუსთაველის მეტროსადგური დაახლოებით 5 წუთის მანძილზე მდებარეობს.