იყიდება საინვესტიციო მიწის ნაკვეთი გორში, ცენტრალური (გამგეობის) ქუჩიდან 3 წუთის მანძილზე, მიწას აქვს იდეალური ფორმა და მდებარეობს მაღალზე, ხედებით მტკვარსა და უფლისციხეზე. მიწის ნაკვეთის ზონა ამ ეტაპზე დადგენილი არაა (მერიის ოფიციალური წერილი გვაქვს, სადაც წერია, რომ მიმდინარეობს გეგმაზე მუშაობა და კონკრეტული პროექტის შესაბამისად დადგინდება ზონა), სახელმწიფოს მხრიდან მას აქვს მინიჭებული დეველოპერული პროფილი. ნაკვეთს ორი მხრიდან აქვს მისასვლელი გზა. მიმდებარე ტერიტორიაზე აქტიურად მიდის განაშენიანება და ინფრასტრუქტურის მოწყობა. ამ ზომის და ფორმის მიწის ნაკვეთები გორში ძალიან ცოტაა და ძალიან სწრაფად იყიდება.
მიწა იდეალურია დეველოპერული პროექტებისთვის, სადაც ბინებს ექნება როგორც ქალაქის, ისე უფლისციხისა და მტკვრის ხედები. განვიხილავთ როგორც სრულ რეალიზაციას, ასევე ნაწილობრივ სამომავლო ქონებაში გაცვლას.