კერძო სახლი მდებარეობს ლისი ვერანდაზე, რომელიც განაშენიანებულია 1200კვ.მ მიწის ფართობზე. სახლი არის სამ სართულიანი, ვილების დასახლებაში ხელსაყრელ ლოკაციაზე, აქვს ულამაზესი ხედები, დაპროექტებულია ცნობილი არქიტექტორის მიერ, ასევე დიზაინზე იმუშავა დიზაინერმა, პირველი სართული რომელიც წინა ეზოში გადის შედგება სავარჯიშო დარბაზის, ბარის ტიპის სივრცისგან, ასევე პირველ სართულზეა განთავსებული სველი და მშრალი საუნა თავისი ჯაკუზით. რაც შეეხება, მეორე სართულს, არის ულამაზესი ტერასა, სადაც არის ბუხარი, ტერასა არის მოწყობილი ავეჯითა და სიმწვანეებით, აგრეთვე მეორე სართულზეა დიდი მისაღები ოთახი, სამზარეულო და სველი წერტილები, სახლს აქვს ოთხი საძინებელი, სარეცხი-საუთოო ოთახი, არის ვიტრაჟული, აღჭურვილია ყველანაირი ტექნიკითა და ავეჯით. ასევე აქვს მანქანის სადგომი. სახლი არის 700 კვ.მ(დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით და მოგაწვდით ყველანაირ დეტალს, ფოტოებს თუ ვიდეოს.)