ქირავდება საოფისე კომერციული ფართი ვაკეში

ქირავდება საოფისე კომერციული ფართი ვაკეში

36ID: 23547134
ილია ჭავჭავაძის გამზირი
17,591
264 მ²
ფართი
8
ოთახი
5 / 11
სართული

მოკლე აღწერა

მულტიფუნქციური სივრცე ვაკე პლაზა, ჭავჭავაძის გამზირზე წარმოადგენს "ა" კლასის ბიზნეს ცენტრს საოფისე და საგამოფენო სივრცეებით. შენობა სრულად მოწყობილი და აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტის ინფრასტრუქტურით, ცენტრალური გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის სისტემით, ვიდეომეთვალყურეობისა და დაშვების ასევე ხანძარსაწინააღმდეგო თანამედროვე სმარტ სისტემებით. საერთო ფართები გარემონტებულია თანამედროვე დიზაინით, უზრუნველყოფილია ბიზნესცენტრისთვის საჭირო ყველა სერვისით, როგორც არის კონსიერჟ და ტექნიკური მომსახურება, კვების ბლოკი. შენობას აქვს დახურული პარკინგი.

გათბობა/კონდიცირება/ვენტილაცია:სპეციალური აგრეგატები შენობაში სუფთა ჰაერის მოწოდებისათვის; გათბობა გაგრილების სისტემა მიცუბიში ელექტრიკის აგრეგატების მეშვეობით, რომელთა კონტროლი შესაძლებელია ოთახების მიხედვით;

სასმელი წყლის მომარაგება: ქსელში წყლის შეწყვეტის ან წნევის ვარდნის შემთხვევაში გათვალისწინებულია 20 ტონიანი სუფთა წყლის რეზერვუარი, რომელიც უზრუნველყოფს სასმელი წლის უწყვეტ მიწოდებას.

უწყვეტი დენის წყარო (2000 კვ.ტ გენერატორი) და საკუთარი მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორი.

ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები:

4 სახანძრო ონკანი თითოეულ სართულზე, სპეციალური ავზით და სატუმბო სადგურით

ავტომატური ხანძარქრობის ქსელი (სპრინკლერები) ავტოფარეხში;

სახანძრო აღმოჩენის სისტემა;

ჰაერის დაწნევის საშუალებით, შეუბოლავი კიბის უჯრედი, რომელიც მოპირკეთებულია სპეციალური ცეცხმედეგი მასალებით და ტიხრებით;

დამატებით სახანძრო კიბე;

ცეცხლმედეგი ლიფტი;

ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, სახანძრო ლიფტი და ცეცხლმედეგი მასალებით მოპირკეთებული კიბის უჯრედი მაქსიმალური უსაფრთოხებისათვის.

ოფისი მდებარეობს მე-5 სართულზე. საერთო ფართია 264 კვ.მ. . ფასი მოცემულია დღგ-ს გარეშე. ფართი არის გარემონტებული, გადათიხრული შუშის საიდინგებით. დამკვეთის სურვილის მიხედვით შეიძლება დაგეგმარების შეცვლა. მეინთენანსის ფასი კვადრატულზე 5$+დღგ. ფასში შედის ყველა კომუნიკაცია ინტერნეტის გარდა. ფასში შედის 2 მაქანის პარკინგი. დამატებით შესაძლებელია პარკინგის აღება ქირით.

დამატებითი პარამეტრები

სტატუსი
საოფისე
მდგომარეობა
ახალი გარემონტებული
პროექტის ტიპი
არასტანდარტული
სვ.წერტილები
3+
ლიკა
აგენტი

თუ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია არასწორია, გაასაჩივრე