იყიდება 4 ოთახიანი ბინა დიღმის მასივში, ლუბლიანას ქუჩაზე, დასაწყისში, იმედის ტელევიზიასთან, ახალ აშენებულ და შესახლებულ კომპლექსში, 12/16 სართულზე, ახალი მაღალი ხარისხის რემონტით, ძირითადი ავეჯით და ტექნიკით, ცენტრალური გათბობის და სავენტილაციო სისტემით, CO დეტექტორი, კვამლის დეტექტორი.
ბინის განლაგება მოიცავს 4 დამოუკიდებელ ოთახს, სადაც განთავსებულია;
3 ნათელი საძინებელი,
1 სტუდიოს ტიპის მისაღები სივრცე,
1 ჰოლი,
1 სველი წერტილი,
1 ღია აივანი,
1 შემინული დახურული აივანი, სადაც მოწყობილია სარეცხი და საშრობი სივრცე, სარეცხი და საშრობი მანქანებით, ჩაშენებული კარადებით და სხვა საჭირო ინვენტარით.
ყველა ოთახს აქვს ფრანგული აივანი.
კორპუსი მდებარეობს ერთერთ საუკეთესო ლოკაციაზე, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, დიღმის ტყის მიმდებარედ, ასევე კორპუსთან ახლოს არის მრავალი ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო გაჩერება, სკოლა, ბაღი, სკვერები, დიღმის ალეია, რესტორნები და ბარები.
ბინა იდეალურია როგორც საცხოვრებლად ოჯახისთვის, ასევე საინვესტიციო მიზნებისთვის, გასაქირავებლად.
კორპუსის მიმდებარე ტერიტორია დაკეტილია შლაგბაუმით, აღჭურვილია სათვალთვალო კამერებით, მოწესრიგებულია კორპუსის, როგორც გარე, ასევე შიდა პერიმეტრი.