იყიდება იდეალური 1,450 კვ.მ. საკარმიდამო მიწის ნაკვეთი თბილისიდან 40 კმ-ში, თეთრიწყაროს რაიონის სოფ. ტბისში (საკადასტრო კოდი 84.02.34.004.002), ალგეთის წყალსაცავთან და ბირთვისის კანიონთან ახლოს. ნაკვეთი მდებარეობს ცენტრალური გზიდან 50 მეტრში და აქვს ნაკვეთთან მისასვლელი საკუთარი გზა. წყალი და ელექტროენერგია მიყვანილი და ჩართულია. გაზი არის სოფელში და სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია შეყვანა. ნაკვეთი ახალი შემოღობილია (165 მ.), აქვს ახალი ჭიშკარი. დარგულია რამდენიმე დეკორატიული ხე. ასევე აშენებულია ფანჩატური (დენი და წყალი მიყვანილია). სრულფასოვნად გამზადებული და დამტკიცებულია სახლის პროექტი რომლითაც სურვილის შეთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ. ფასი $65,000.