ქირავდება 790 მ² კერძო სახლი დიღმის ჭალების პარკში. ახალაშენებული, თანამედროვე დიზაინის სახლი იდეალურია მრავალშვილიანი ოჯახისთვის ან კომერციული საქმიანობისთვის, როგორიცაა სასტუმრო, კლინიკა ან საოფისე ფართი. სახლს აქვს 6 საძინებელი, 5 სველი წერტილი, დიდი მისაღები ოთახი, ცალკე სამზარეულო, სატრაპეზო, საგარდირობო, საუნა და აუზი. დაგხვდებათ მაღალი ხარისხის მასალებით მოპირკეთებული იატაკი, ძვირადღირებული სანტექნიკა და თანამედროვე ტექნიკა. ეზო არის 1000 მ², გამწვანებული და მოვლილი, აქვს აუზი, ზაფხულის სამზარეულო და პარკინგი 10-15 მანქანაზე. მდებარეობა უზრუნველყოფს სიმშვიდეს და ბუნებასთან სიახლოვეს, თუმცა თბილისის ცენტრამდე მისასვლელად სულ რაღაც 15 წუთია საჭირო. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე.