🏡 თანამედროვე ერთსართულიანი სახლი აუზით
📍 მისაქციელი — თბილისიდან 20 კმ
იყიდება თანამედროვე ერთსართულიანი სახლი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, გააზრებული არქიტექტურით, კერძო გამწვანებული ტერიტორიითა და მაღალი ხარისხის საინჟინრო სისტემებით.
🌿 მიწის ნაკვეთი — 1 950 მ², მიწის სტატუსი — სასოფლო-სამეურნეო.
შესაძლებელია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაზე გადაყვანა.
• დეკორატიული Bedegi-ს ბლოკის ღობე სახლის პერიმეტრზე
• ლეილანდის ცოცხალი ღობე ბაღის პერიმეტრზე
• გამწვანებული ეზო: საკოლექციო ხვიარა ვარდები, 15 არყის ხე და მსხმოიარე კაკალი
• გამოყოფილი სივრცე ხეხილის ბაღისთვის ან ბოსტნისთვის
• ჭკვიანი ავტომატური სარწყავი სისტემა (აპლიკაციით მართვა)
• წვიმის წყლის სადრენაჟე სისტემა
• ავტომატური ჭიშკარი ინტერკომით
• პარკინგი: გადახურული 2 ავტომობილისთვის + 4 ადგილი ეზოს გარეთ
🏠 სახლი — 400 მ² (საერთო სამშენებლო ფართი 610 მ²)
• ერთსართულიანი, უსაფეხურო განლაგება
• 3 საძინებელი — თითოეულს აქვს საკუთარი სველი წერტილი, საგარდერობე და აუზზე გასასვლელი
• მასტერ საძინებელი სრულად დასრულებულია
• დანარჩენი ორი საძინებელი შესაძლებელია მოეწყოს მყიდველის მოთხოვნის შესაბამისად
• მასტერ საძინებელი: 25 მ² + სველი წერტილი 15 მ² + საგარდერობე 15 მ²
• დამხმარე სივრცეები: საკუჭნაო, სამრეცხაო, ბოილერის ოთახი, შესასვლელის საგარდერობე
• სტუმრის სველი წერტილი და გარე საშხაპე
• გათბობადი ბეტონის იატაკი
🏊 აუზი და დასასვენებელი ზონა
• აუზი 15 × 4 მ
• გათბობისა და ფილტრაციის სისტემები
• დეკის ტერასა დრენაჟით
✨ მდგომარეობა და დამატებითი შესაძლებლობები
• სრულად მოწყობილი სახლი „turn key“ მდგომარეობაში
• შენარჩუნებული ხარისხი და დიზაინის კონცეფცია
• კეთილმოწყობილი ბაღი დამატებითი გამწვანების შესაძლებლობით
• დამატებით შესაძლებელია: ბუხრის მონტაჟი, ფანჩატურის მოწყობა და სხვა ელემენტები — დამატებითი საფასურით