ქირავდება 330 მ² კომერციული საოფისე ფართი საბურთალოზე, პეკინის 27 (ანა კალანდაძის #6), მე-5 სართულზე. ფართს აქვს 9 ოთახი, ცალკემდგომი სამზარეულო, სერვერების ოთახი და სათავსო, ასევე სარეზერვო გენერატორი. სურათებში მოცემული ავეჯი და ინვენტარი არ რჩება ადგილზე (საკონფერენციო დიდი მაგიდის, სერვერების რეკის, ჩაშენებული ავეჯის და მოწყობილობების გარდა). ქირის მინიმალური ვადა უნდა იყოს 2 წელი. ოფისი თავისუფლდება 2026 წლის იანვრიდან, თუმცა მოლაპარაკების შემთხვევაში შესაძლებელია ახალი მოიჯარე შევიდეს ამა წლის დეკემბერშიც. ფართი უზრუნველლყოფილია გათბობის და გაგრილების სისტემებით. ოფისი მდებარეობს პრესტიჟულ ადგილას, რაც უზრუნველყოფს მარტივ წვდომას და კომფორტულ გარემოს ბიზნესისთვის. ფართი იდეალურია საოფისე საქმიანობისთვის. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე. ვარ ფართის მესაკუთრე.