ქირავდება სახლი ბაკურიანში, ულამაზესი ტყის პირას, ძალიან მშვიდ და ლამაზ გარემოში, "25-იანებიდან" 500-600 მეტრის დაშორებით. სახლში არის 3 იზოლირებული საძინებელი, მეოთხე საძინებელი მდებარეობს ანტრესოლის ტიპის ოთახში. სახლს აქვს ცალკე წყლის ავზი, რაც წყლის მუდმივ მომარაგებას უზრუნველყოფს. ასევე არის ყველა საჭირო ტექნიკა და ავეჯი.