ქირავდება საოფისე დანიშნულების კომერციული ფართი ვაკეში.
ოფისი არის დუპლექსის ტიპის. მდებარეობს მე-7 და მე-8 სართულზე.
სართულები დაკავშირებულია ერთმანეთთან შიდა კიბით.
პირველ სართულზე დაგხვდებათ დიდი სამუშაო სივრცე (Open Space), 3 პატარა კაბინეტი და 3 ქოლის ოთახი, 2 სველი წერტილი და სათავსო, 2 ვერანდა როგორც ჭავჭავძის გამზირზე და ხედებით ვაკის პარკზე, ასევე ხედები უკანა მხარეს, თამარაშვილის გამზირზე და საბურთალოზე.
მეორე სართულზე დაგხვდებათ 2 დიდი საკონფერენციო დარბაზი, იზოლირებული სამზარეულო, 1 კაბინეტი, 2 სველი წერტილი და სათავსო ოთახი. მეორე სართულსაც აქვს ვერანდა.
ჯამში არის 540 კვადრატული მეტრი, საიდანაც შიდა საოფისე სირცე შეადგენს 400 კვადრატულ მეტრს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.
ფასი მოცემულია დღგ-ს გარეშე.მეტის ნახვა