იყიდება 1 + 1 ბინა ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კომპლექსში — Homeside Corner. ბინა მდებარეობს მე-4 სართულზე და აქვს ქუჩის მხარეს სასიამოვნო ხედი რესტორან ,,რუსთაველზე".
Homeside Corner დაბალი განაშენიანების, მხოლოდ 6-სართულიანი კომპლექსია. მთლიან კორპუსში სულ 35 ბინაა, რაც მშვიდ, კომფორტულ და ნაკლებად გადატვირთულ საცხოვრებელ გარემოს უზრუნველყოფს. კორპუსი უკვე ექსპლუატაციაშია მიღებული.
ბინა გამოირჩევა ძალიან კარგი და პრაქტიკული გეგმარებით:
• ცალკე, ნათელი საძინებელი;
• მზიანი მისაღები ოთახი;
• გამოყოფილი სამზარეულო;
• 3.20 მ სიმაღლის ჭერი — ბათუმის ახალი მშენებლობებისთვის იშვიათი უპირატესობა;
კომპლექსს განსაკუთრებით მოსახერხებელი მდებარეობა აქვს - ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი ფეხით სავალ მანძილზეა.
კორპუსი გაზიფიცირებულია და გამრიცხველიანების საფასურიც სრულად გადახდილია. ყველა დოკუმენტი წესრიგშია. ვარ ბინის მესაკუთრე.