ქირავდება საოფისე ფართი ახლად რეაბილიტირებულ გუდიაშვილის მოედანზე, თავისუფლების მოედნიდან 200 მეტრში. უბანი არის ძალიან მშვიდი, არ იგრძნობა ქალაქის ხმაური, ირგვლივ ყველა სახლი არის ისტორიული ძეგლი და ყველა მათგანს ჩატარებული აქვს რეაბილიტაცია; ბინასთან ახლოს მდებარეობს ყველა საჭირო ობიექტი ( მეტრო, სავაჭრო ცენტრი, ავტობუსების გაჩერება, კინოთეატრი, ნარიყალას ციხე ) ქონებას აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი სადარბაზოდან, საერთო ფართი შეადგენს 200 კვ.მ.-ს. მასში წარმოდგენილია 5 დამოუკიდებელი ოთახი, ასევე ცალკე სამზარეულო, 2 სველი წერტილი, აივანი და ვერანდა. ფართები განლაგებულია მე-2 და მე-3 სართულებზე. ყველა ოთახი არის ძალიან ნათელი, ბინიდან იშლება ულამაზესი პანორამული ხედები ძველ თბილისსა და მთაწმინდაზე. ბინა გარემონტებულია მაღალი ხარისხის მასალებით, სრულად ახალი შეცვლილია ყველა კომუნიკაცია. ქონება გაქირავებული იყო 3200 დოლარად, რადგან მეპატრონეს ეჩქარება ფასი არის 2500 დოლარი. სურათებში მოცემული საძინებლების ავეჯი გატანილია და შესაძლებელია მათი ცალკე კაბინეტებად გამოყენება. თითქმის ყველა ოთახს აქვს კონდიცირების სისტემა. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.