ქირავდება პრემიუმ კლასის 570 კვ.მ საოფისე ფართი (მთელი სართული) შარტავას ქუჩაზე, მერიასთან, ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ მრავალფუნქციურ კომპლექსში. ფართი განთავსებულია 26 სართულზე, უკავია მთელი სართული, უზრუნველყოფილია პანორამული ხედებით მთელს ქალაქზე. ფართი იდეალურია კორპორაციული ოფისითვის, ასევე კომპანიებისათვის, რომლებსაც სჭირდებათ დახვეწილი და პრესტიჟული სამუშაო გარემო. შენობა გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურით, რომელსაც გააჩნია პრეზენტაბელური ლობი, სწრაფი ლიფტები (სულ 4 ლიფტია). კომპლექსში განთავსებულია საოფისე და კომერციული ზონა და შექმნილია გარემო, რომელიც ხაზს უსვამს ნებისმიერი კომპანიის სოლიდურობას.