სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მაღაროდან 12 კმ/ში, მთლიანად ან ნაწილობრივ იყიდება 153 ჰექტარზე გაშენებული გემლიკის ჯიშის ზეთისხილის ბაღი. ნაკვეთი არის ერთიანი მასივი, მაგრამ საბუთებით დაყოფილია 20, 25 და 30 ჰექტრებად (ერთია 20 ჰექტრიანი, ერთი 30, ხოლო დანარჩენი დაყოფილია 25 ჰექტრებად). ნაკვეთი არის მთლიანად შემოღობილი, 25 ჰექტარზე გაკეთებულია წვეთოვანი სარწყავი სისტემა, გაკეთებულია ჭაბურღილი (წყალი არის). ერთი ჰექტრის ფასია 10000$, რეალურ მყიდველთან შესაძლებელია მოლაპარაკება. 70 ჰექტარზე ნერგები მეორე წელშია წასული, ხოლო 83 ჰექტარზე კი მესამე წელში. სავარაუდო მოსავლიანობა მერყეობს 30-35 ტონის ფარგლებში ერთ ჰექტარზე (ხარისხიდან გამომდინარე, ერთი კილოგრამი ზეთისხილის მინიმალური ფასი მერყეობს 3.5 ლარიდან 5.5 ლარამდე).
აღნიშნული შეთავაზება წარმოადგენს უნიკალურ საინვესტიციო შესაძლებლობას, ვინაიდან გემლიკის ჯიშის ზეთისხილი ერთერთი ყველაზე ხარისხიანი ჯიშია, რომელიც გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობით, მდიდარი ინტენსიური გემოთი, აქვს ზეთის მაღალი შემცველობა (28-32%), რის გამოც მისგან დამზადებული ზეთი მუქი ოქროსფერია და არომატულად მდიდარი. გემლიკის ჯიშის ზეთისხილი ინახება კარგად და არ კარგავს გემოს. ყველა ზემოთჩამოთვლილი ფაქტორებიდან გამომდინარე ის გამოიყენება როგორც საჭმელად, ასევე ზეთის წარმოებისათვის.
ეს ჯიში იმდენადაა ცნობილ, რომ მისი დასახელება ,,გემლიკი“ ხშირად გამოიყენება ზეთისხილის ხარისხის ნიშნად.
ნაკვეთამდე მისასვლელი გზა არის მოხრეშილი.