იყიდება ვილა ბაგებში, არჩილ ამაღლობელის ქუჩაზე – მყუდრო, მშვიდ სამეზობლოში, ქალაქის საუკეთესო ლოკაციით.
ვილა 3 სართულიანია და აქვს ტერასა.
პირველ სართულზე განთავსებულია შესასვლელი ჰოლი, სველი წერტილი და დახურული ავტოფარეხი.
მეორე სართულზე – სრულად აღჭურვილი სამზარეულო და ნათელი საოფისე სივრცე, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოაწყოთ სურვილისამებრ, სამუშაო გარემოსთვის. სართულზე არის დამატებითი სველი წერტილიც.
მესამე სართული მოიცავს სამ ცალკეულ ოთახს, სველი წერტილსა და გარდერობის (შემნახველ/სასაწყობე) სივრცეს.
აღსანიშნავია, რომ ვილა იდეალურია საოფისე დანიშნულებისთვის. აღნიშნული სივრცე იძლევა უამრავ შესაძლებლობას.
ვილის საერთო ფართობია - 290 მ², ტერასის ფართობი კი - 45 მ².
საერთო ჯამი - 335 მ².
დამატებითი ინფორმაციისთვის და ვილის სანახავად დაგვიკავშირდით: 577 128 555