ბანკის მიერ შეფასებულ ღირებულებაზე დაბალ ფასად იყიდება 146 მ2 გარემონტებული ოფისი, დიღმის მასივში, ლუბლიანას (საავადმყოფოების) ქუჩაზე, “ტრიდე უბანში”. ოფისი მდებარეობს ახალაშენებულ, შესახლებულ კორპუსში, რესტორან “წისქვილსა” და ლუბლიანას ქუჩას შორის, მინუს ერთ სართულზე, ორი კონდიციონერით, ცენტრალური გათბობობით, ნაწილობრივი ავეჯით, ორი რკინის კარით. ოფისი არის კუთხის, ნათელი, აქვს 10 ფანჯარა ირგვლივ. დაცული, თანამედროვე სადარბაზო და ეზო, მშვიდი, წყნარი ადგილი. ოფისი ასევე გამოდგება კომერციული მიზნებისთვის. ოფისი ამჟამად გაქირავებულია 700 დოლარად და საუკეთესოა ინვესტიციისათვის.