ქირავდება შოკური გაყინვის ქარხანა!!
შოკური გაყინვის აპარატი არის ტუნელის ტიპის ( ჯერჯერობით ერთადერთია, საქართველოში).
ჭერის სიმაღლე არის 5.25 მეტრა. 1 სართულის ფართობი: 1200 კვ/მ.
ქარხანა ყინავს 500 კგ საათში -35 დან -40 გრადუსზე რაც უზრუნველყოფს ხილის და კენკროვნების ინდივიდუალურ სწრაფ გაყინვას, ამასთანავე სრულიად ინარჩუნებს გემოს, ვიტამინების რაოდენობას და სტრუქტურას, ამავდროულად გამორიცხავს ყინულის ლოდების წარმოქმნას და ხილის/კენკრის ერთმანეთში შეწეპებას.
3 დიდი -18 გრადუსზე დაყენებული მაცივარ/ოთახით , 1 პატარა-18 გრადუსზე მაცივარ/ოთახი და 1 დიდი პლიუსი ( 0 - 15 გრადუსამდე ) მაცივარ/ოთახით. ქარხანას მოყვება 2 ნახევრად ელექტრო დამტვირთველი , 1 "როხლი", ტრეი-სილერი ( Tray-Sealer : 350 გრამიდან 500 გრამამდე ელექტრონული დამფასოებელი) , 2 მექანიკური უთო ( 1 კგ და 5 კგ - მდე დაფასოება ), ორმხრივი ვაკუუმის აპარატი , 2 დიდი ზომის დასახარისხებელი მაგიდა თავის შესაბამისი სკამებით , ჯაკუზის ტიპის სარეცხი დანადგარი, გამაშრობელი და დიდი ზომის მაცივარი სამზარეულოში. ქარხანაში შეყვანილია ინტერნეტი, დენი, გაზი. ანტრესორის სართულზე ყველა ოთახში არის გამათბობელი, ასევე ანტრესორის სართულზე მოთავსებულია სამზარეულო.
ქარხანას უკან გადის მატარებლის ლიანდაგი ( დიდი ტვირთის მისაღებად ), ქარხანას აქვს 2 ერთმათისგან დამოუკიდებელი მისაღები/ გასაშვები ევრო სტანდარტის ბაქნები გათვლილი სატვირთო მანქანებისთვის (ფურებისთვის). ეზო არის 900 კვ/მ , შემოღობილი და სათვალთვალო კამერებით გამართული. საერთო ფართს გააჩნია თავისი 400 მეგავატიანი ქვესადგური რაც საშუალებას გვაძლევს ელექტრო-ენერგიის საფასურის 2 თეთრით შეღავათს კვ/საათში. მთლიანი პერიმეტრი არის დამიწებული და ქარხანას დამატებით იცავს 1 მუდმივი დაცვა/ მუშა. ქარხანა შესულია აგროჰაბში და ევროპროდუქტებში და აქამდე ემსახურებოდა საშუალო ზომის ყველა ფერმერს და საკონდიტროს.