თავისუფალია 14 აგვისტოდან.
ქირავდება სახლი გრიგოლეთში (ბათუმამდე 50 კმ, ურეკამდე 10 კმ, ფოთამდე 15 კმ, ქობულეთამდე 30 კმ, მარტვილის კანიონებამდე 90 კმ, ქუთაისის აეროპორტამდე 69 კმ) ზღვასპირას.
თქვენს განკარგულებაშია სამსართულიანი კოტეჯი ზღვასთან, პირველ ზოლზე, ლამაზი ეზოთი და დიდი ფაცხით, რომელშიც არის ბარბექიუს ბუხარი და დიდი მაგიდა (სკამებით), სადაც სტუმრებს შეუძლიათ მიირთვან და დაისვენონ.
სახლში არის 6 საძინებელი (5 ორკაციანი და ერთი დიდი საძინებელი, სადაც შეიძლება 6 ადამიანის განთავსება), თითოეულ საძინებელს აქვს სველი წერტილი და საშხაპე. სახლში არის ბუხარი და ყველა საჭირო კომფორტი (ინტერნეტი, ტელევიზია, დინამიკები).
ქვიშიანი სანაპირო (მაგნიტური სამკურნალო ქვიშით) მდებარეობს პირდაპირ კოტეჯის წინ. სახლი დაცულია სპეციალური დაცვის სამსახურის მიერ.
კოტეჯი სრულად არის სტუმრების განკარგულებაში. დამატებითი ფოტო/ვიდეოს ან ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ +995557477422 (whatsapp,viber,telegram)