ქირავდება უნივერსალური კომერციული ფართი საბურთალოზე

ქირავდება უნივერსალური კომერციული ფართი საბურთალოზე

111ID: 20920378
თ. იოსებიძის ქ.
287,852
6000 მ²
ფართი
10+
ოთახი
1 / 7
სართული

მოკლე აღწერა

მინდა შემოგთავაზოთ ჩვენი ა კლასის ბიზნესცენტრი საბურთალოზე, იოსებიძის #71-ში, გაგარინის მოედნის მიმდებარედ ს/კ: 01.10.13.012.001 . ამ ეტაპზე მიმდინარეობს რემონტი. ჩვენ შგვიძლია შეგიშვათ 2025 წლის მაისში. შიდა რემონტზე სრულად შეგვიძლია მოგერგოთ და გავარემონტოთ თქვენ მიერ მოწოდებული დიზაინით. შეგვიძლია გავაკეთოთ იმდენი სველი წერტილი რამდენსაც მოითხოვთ.

შეგვიძლია აბაზანებიც კი გავაკეთოთ მოთხოვნა თუ იქნება და დამოუკიდებელი სამზარეულო თანამშრომლებისათვის.

მოკლედ, მაქსმიალურად შეგვიძლია მოგერგოთ, ვინაიდან შიდა დაგეგმარება და რემონტის პროცესი მიმდინარეობს ახლა.

ბიზნეს ცენტრი არის 7 სართულიანი, აქვს მინუს 1 სართული. პირველი სართული არის კომერციული, ხოლო დანარჩენი 6 სართული საოფისე. 1 სართულზე იქნება 113 კვ.მ. საერთო მოხმარების რესეფშენი (ლობი). შენობაში არის 3 ლიფტი, აქედან ერთი დიდი, სატვირთო (18 კაციანი), სადაც ეტევა საკაცე და დარჩენილი 2 საშუალო ზომის (8 კაციანები). ლიფტების რაოდენობიდან გამომდინარე არასდროს არ იქნება რიგები.

საოფისე აღჭურვილია 8 თაობის გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემით. ასევე სახანძრო სისტემით, კერძოდ:

 სუფთა (გარე) ჰაერის სისტემები

 კონდიცირება

 რეკუპერაცია ვენტილაცია

 სახანძრო ვენტილაცია

 ხანძარქრობა

 წყალმომარაგება

 სუსტი დენები(სახანძრო)

 ელექტრო ფარი (სახანძროსთვის)

 სიგნალიზაცია

 გახმოვანება

 წყლის რეზერვუარი 100 ტონიანი (წყლის წასვლის შემთხვევაში).

საოფისესთვის აქვს იდეალური ლოკაცია. უდგება ყველანაირი ტრანსპორტი, მოდიან სამარშუტო ტაქსები, ფეხით 1 წუთის სავალზე არის ავტობუსების გაჩერება, ფეხით 5-6 წუთის სავალზე მეტრო. ქალაქის ყველა მაგისტრალი უერთდება გაგარინის მოედანს. აქვს იდეალური ლოკაცია.

შენობა არის ენერგო ეფექტური. არის დათბუნებული. მაღალი ხარისხის ალუმინის კარ-ფანჯარით. შენობის ფასადი არის უმაღლესი ხარისხის ალუკა-ბონდითა და მიუნხენის ფაქტურის ლესვა-ღებვით.

ობიექტის ზუსტად წინ არის პროფილაქტიკა, რომელიც ვიზუალურად ხელს უშლიდა ჩვენს საოფისე შენობას, დისკომფორტს უქმნიდა და სივრცის აღქმას უკარგავდა, აქედან გამომდინარე ჩვენ შევიძინეთ აღნიშნული პროფილქტიკა. უკვე ავიღეთ დემონტაჟის ნებართვა და ვაპირებთ დანგრევას.

სხვადსასხვა სართულს აქვს სხვადასხვა ფასი. გვაქვს ბიუჯეტური სართულები.

მაგალითად მეორე სართულის ჭერის სიმაღლე არის 3 მეტრი, ხოლო

4 - 7 სართლების ჭერის სიმაღლე არის 4.20 მეტრი.

რაც შეეხება ფასებს:

• კომერციული 1 სართული - 27 აშშ დოლარს + დღგ და +1 აშშ დოლარი მომსახურების

• 2 სართული - 22 აშშ დოლარს + დღგ და +1 აშშ დოლარი მომსახურების

• 3 სართული - 22 აშშ დოლარს + დღგ და +1 აშშ დოლარი მომსახურების

• 4 სართული - 24 აშშ დოლარს + დღგ და +1 აშშ დოლარი მომსახურების

• 5 სართული - 24 აშშ დოლარს + დღგ და +1 აშშ დოლარი მომსახურების

• 6 სართული - 24 აშშ დოლარს + დღგ და +1 აშშ დოლარი მომსახურების

• 7 სართული - 24 აშშ დოლარს + დღგ და +1 აშშ დოლარი მომსახურების

აღსანიშნავია, რომ მეშვიდე სართულს აქვს 100 კვ.მ. ვერანდა და პანორამული ხედები თბილისზე.

ყველა სათულზე განთავსებულია აივნები, რაც თქვენს თანამშრომლებს დროს არ დააკარგვინებს, თუ შესვენებისათვის ეზოში გასვლა მოესურვებათ.

თითო სართული საშუალოდ 770 კვ.მ-ია.

ობიექტს რაღათქმაუნდა აქვს პარკინგებიც, რაზედაც შეთანხმება მოხდება ინდივიდუალურად.

მინდა განგიმარტოთ რა შედის მომსახურების 1 აშშ დოლარში:

• წყლის სარეზერვუარო ავზის მოვლა პატრონობა

• სახანძრო სისტემის მოვლა პარონობა

• გათბობა-გაგრილების მოვლა პატორნობა

• ბიზნეს ცენტრის დაცვის მომსახურება

• რესეფშენი/ლობის მომსახურება

• ეზოს დალაგება-დასუფთავება

შენობის მთლიანად ერთ მოიჯარეზე გაქირავების შემთხვევაში ზემოთმოცემულ ფასებზე გაკეთდება სოლიდური ფასდაკლება.

დაინტერესების შემთხვევაში ნებისმიერ დროს შემიძლია დაგათვალიერებინოთ ბზინეს ცენტრი, განახოთ სარემონტო სამუშაოების პროცესი და ასევე ჩავნიშნოთ შეხვედრა ოფისში და გავიაროთ დეტალები.

დამატებითი პარამეტრები

სტატუსი
უნივერსალური
მდგომარეობა
მიმდინარე რემონტი
პროექტის ტიპი
არასტანდარტული
სვ.წერტილები
3+
აშენების წელი
>2000
Owner logo
გიორგი
აგენტი
ყველა განცხადება (484)
გიორგი
აგენტი

თუ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია არასწორია, გაასაჩივრე