ქირავდება კომერციული ფართები საბურთალოზე - ნუცუბიძის ქუჩაზე, უშუალოდ „საბურთალოს სითი მოლი“-ს პარალელურად. ფართები მდებარეობს უმაღლესი ხარისხის ახალ აშენებულ კომპლექსში და გამოდგება თითქმის ყველა სახის კომერციული საქმიანობისთვის.
ფართები განთავსებულია კომპლექსის სამ სართულზე (მე-2, მე-3 და მე-4 სართულები), თითოეულ სართულზე ფართი შეადგენს 322 კვ.მ-ს. შესაძლებელია თითოეული სართულის დამოუკიდებლად გაქირავება ან სურვილის შემთხვევაში, ორი ან სამი სართულის ერთად.
ფართები არის ახლად აშენებული და გარემონტებული. თითოეულ ფართს მოჰყვება 2 საპარკინგე ადგილი.
თითოეულ სართულზე განთავსებული ფართის საიჯარო ღირებულება შეადგენს - 4300 აშშ დოლარს დღგ-ს გარეშე.