ქირავდება აგარაკი თბილისსა და რუსთავს შორის, ფოლადაანთკარში. ეზოს ფართობი 1500კვ, სადაც დაგხვდებათ გარე აუზი, 3.5X4.5 , სიღრმე 1.60მ. კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, მაგიდის ჩოგბურთი და საკმაოდ დიდი რეკრეაციული სივრცე.
აგარაკზე არის ორი საძინებელი დიდი მისაღები ოთახით, ყველანაირი ტექნიკით აღჭურვილი, ასევე არის ცალკე მდგომი კონდიცირებული სადღესასწაულო დარბაზი, მაგიდასკამებით, სამზარეულო ინვენტარით, სმარტ ტელევიზორით. ასევე არის მაყალი და შამფურები. ერთდროულად შესაძლებელია 40 მდე სტუმრის მიღება. ეზო მთლიანად ნათდება პროჟექტორებით, დამონტაჟებულია უსაფრთხოების სათვალთვალო კამერები. შეზღუდვა გვაქვს შენობის გარეთ მუსიკაზე
ფასი 400 ლარი
(დიდი რაოდენობით სტუმრების შემთხვევაში ფასი შეთანხმებით)
განვიხილავთ ხანგრძლივი პერიოდით გაქირავებას