იყიდება, ოზურგეთის ზღვისპირა მხარეს, დაბა ურეკში, სასოფლოსამეურნეო დანიშნულების 90900 კვ.მ მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ნაკვეთი მდებარეობს ურეკიშეკვეთილის დამაკავშირებელ საავტომობილო გზიდან 600 მეტრში, ზღვის სანაპიროდან 3 კმში, შემაღლებულ და გამწვანებულ ტერიტორიაზე, საიდანაც იშლება ულამაზესი ზღვის ხედები. მიწას ორი მხრიდან აქვს მისასველი გზა და მიყვანილია ყველა კომუნიკაცია. მიწის ნაკვეთი თავისი მდებარეობით, კვადრატულობით და ფორმით, იდეალურ შესაძლებლობას იძლევა აწარმოოთ თქვენთვის საჭირო და სასურველი ნებისმიერი სახის მშენებლობა და ბიზნეს საქმიანობა, მთელს ტერიტორიაზე არის მწვანე ნარგავები. მათ შორის, გაშენებულია ბამბუკის ტყე. ასევე, არის ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეები. გამომდინარე იქედან რომ, ამ ნაკვეთში გაშენებულია ციტრუსიც და იკრიფება 20 ტონამდე ციტრუსის მოსავალი, ტერიტორია იდეალურია ეკოტურიზმისთვისაც. ამჟამად მიწაზე მიმდინარეობს პროექტირება და განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცება, რის შემდგომაც მოხდება მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებაც.