ბინა მდებარეობს ახალ აშენებულ, თანამედროვე კომპლექსში დომუსში, იპოდრომზე. უნიკალური საცხოვრებელი კომპლექსი ქალაქის შუაგულში. კომფორტული მდებარეობა. 4000 კვ.მ. გამწვანებული შიდა ეზო. კალათბურთის და მინი ფეხბურთის კომბინირებული მოედანი, ველოსიპედის ბილიკი და დასასვენებელი სკვერი. გამაჯანასღებელი ცენტრი "დომუსი სპა" საცურაო აუზი, ფიტნეს დარბაზი, დაცვის სამსახური, კონსიერჟი.
ბინა არის ახალი გარემონტებული, უცხოვრებელი. მოიცავს სტუდიოს ტიპის დიდ ოთახს, 1 საძინებელს და 1 სველ წერტილს. დიდი ოთახიც და საძინებელიც გადის აივანზე, საიდანაც იშლება შესანიშნავი ხედები ქალაქზე. ბინა აღჭურვილია ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით.