ქირავდება 2 სართულიანი საწარმოო კომპლექსი განკუთვნილი ხორცპროდუქტების (ძეხვის, ნახევარფაბრიკატების და ა.შ.) წარმოებისთვის. ასევე, კომპლექსი შეიძლება გამოყენებულ იქნას წარმოების სხვა სფეროებში.
კომპლექსის აღწერა:
• შემოღობილი მიწის ნაკვეთი 7180 კვ/მ
• 1 სართული 3500 კვ/მ შედგება:
საწარმოო ოთახები 2390 კვ/მ
13 მაცივარი 700 კვ/მ
3 საყინულე 270 კვ/მ
სასადილო 140 კვ/მ
4 კაბინეტი,
გასახდელი ოთახები (ქალი/კაცი)
საშხაპეები და სველი წერტილები
• მე2 სართული 700 კვ/მ მოიცავს:
25 საოფისე კაბინეტს
2 საკონფერენციო დარბაზს
სასადილო ოთახს
სველ წერტილებს
• 2 საგუშაგო, საკუთარი ელ. სადგური, საქვაბე ოთახი და ტექნიკური ოთახი,
• 24 საათიანი უსაფრთხოების სისტემა,
• პლატფორმები ნედლეულის და პროდუქციის ჩატვირთვისა და ჩამოტვირთვისთვის
• მოსახერხებელი გარე და შიდა პარკინგი.
ასევე განვიხილავთ ოფისის და საწარმოო და სასაწყობო ნაწილის ცალკე იჯარას.