სითი ბიზნეს ცენტრი ილია ჭავჭავაძის გამზირზე სრულად დატვირთული, მოთხოვნადი საოფისე და კომერციული ფართების შერეული სივრცეა. უნიკალური ადგილმდებარეობა ქალაქის შუაგულში, დახვეწილი არქიტექტურული სტილი და ძვირადღირებული მასალებით მოპირკეთებული ფასადი ცენტრს საიმიჯოს და ხილვადს ხდის. შენობაში გათბობაგაციების სისტემა სახურავზეა დამონტაჟებული. საერთო ფართები მოპირკეთებულია, დამონტაჟებულია ახალი ლიფტები, პირველ სართულზე სოლო ბანკია. ზედა სართულებზე კი ოპერირებს საერთაშორისო, საინვესტიციო, საფინანსო, სადისტრიბუციო და სხვა მსხვილი ორგანიზაციები. ბიზნეს ცენტრში შესასვლელი არის როგორც ჭავჭავაძის მხრიდან, ასევე ეზოდან მართულ და ავეჯით მოწყობილ ფოიეში. გასაქირავებელი ფართი მეოთხე სართულზეა, სადაც ყველა სხვა ოფისი უკვე გაქირავებულია საერთაშორისო სადისტრიბუციო, ენერგო და სატრანსპორტო კომპანიებზე. ფართი არის 150 კვ.მ. გარემონტებულია თანამედროვე დიზაინით და ძვირადღირებული მასალებით. ფართი დაყოფილია მსუბუქი კონსტრუქციით, აქვს სამზარეულო და სველი წერტილი, დამონტაჟებულია გათბობაგაციების სისტემ.